LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპმა მიგრანტების დასახმარებლად $500 000 გადარიცხა

რომის პაპმა ამერიკის შეერთებულ შტატებისა და მექსიკის საზღვარზე მყოფი მიგრანტების დასახმარებლად 500 000 დოლარი გადარიცხა. „dailymail”-ის ცნობით, საუბარია იმ მიგრანტთა დახმარებაზე, რომლებიც მექსიკაში ჰონდურასიდან, სალვადორიდან და გვატემალიდან ჩავიდნენ. შემდეგ კი აშშ-ში გადასვლას აპირებენ.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხა 27 პროექტის განხორციელებაზე დაიხარჯება და ძირითადად, მიგრანტების საცხოვრებლითა და საკვებით უზრუნველყოფას მოხმარდება.

ცნობისთვის, რომის პაპმა ფრანცისკემ არაერთხელ გააკრიტიკა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე კედელი ააშენოს.

მედიის ინფორმაციით, შარშან მექსიკაში 75 ათასი ადამიანი ჩავიდა. კათოლიკური ეკლესია უკვე ეხმარება მათ პირველადი დანიშნულების საგნებით, მედიკამენტებითა და საკვებით. ასევე უზრუნველყოფს მიგრანტებს თავშესაფრით.