LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 13:24-დან 24:00 საათამდე გაგრძელდება, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით დაკარგული კონცენტრაცია და გაფანტული ყურადღება არ გახდეს ტრავმებისა და ავრიების მიზეზი.

მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან ურთიერთობას, მოერიდეთ კონფლიქტებს და უმიზეზოდ კამათს. თავი შეკავეთ გულწფრელობისგან, რადგან გამხელილი საიდუმლო ისევ თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა საზოგადოებრივი და რეფორმატორული საქმიანობისთვის, ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისთვის, კულტურული, გასართობი და საიუბილეო საღამოაების მოსაწყობად, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია პრობლემებს შეუქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაამდიდრეთ კვების რაციონი კვერცხით, მარცვლეულით და თხილით. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ფეხის კუნთებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი და ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ვერცხლისფერი, ასევე საფირონი, აქვამარინი და ციტრინი, ძოწი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, შედარებით რთული დღე ელით კუროს და კირჩხიბს.