LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეტყვა შილდაში – დაზიანებულია 300 ჰექტრამდე ვენახი

სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სეტყვამ სოფელ შილდაში, დაახლოებით 300 ჰექტრამდე ვენახი დააზიანა.

სეტყვას ძლიერი ქარი ერთვოდა. წაქცეულია რამდენიმე ხე, რის გამოც თელავი – ყვარლის მიმართულებით საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილებით გადაადგილება დროებით  შეფერხდა.

გზა უკვე გაწმენდილია და ამ მიმართულებით გადაადგილება თავისუფალია.

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დღეს დილიდან ითვლის.