LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის არჩევნებში სოციალისტებმა გაიმარჯვეს

ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტებმა გაიმარჯვეს, თუმცა მათ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, სოციალისტებმა ხმების 28,7% მიიღეს. იმისთვის, რომ პარტიამ მთავრობის ჩამოყალიბება შეძლოს, მას სხვა პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა სჭირდება.

არჩევნების მთავარი სენსაცია ულტრამემრაჯვენე პარტია Vox-ი გახდა, რომელმაც ხმების 10%-ზე მეტი მიიღო და პარლამენტში პირველად მოხვდა.

არჩევნები ესპანეთში 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის გამო, ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა.