“უკრაინელებთან თავად გავერკვევი” – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილა ვლადიმერ პუტინს, რომელმაც თქვა, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენა სამართლიანი იქნებოდა.
მისი თქმით, პუტინი კარგად ცნობილ ტაქტიკას იყენებს და ეს რჩევა უკრაინის პრეზიდენტისმიმართ არარეალურია.
“მიხარია, რომ აცნობიერებთ რამდენად ტოქსიკური ხართ უკრაინისა და უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის. ეს ტაქტიკა კარგადაა ცნობილი – გამოიყენოს ტოქსიკურობა მტრობის დასაფარად. თქვენ ჩაიფიქრეთ საკუთარი თავისა და სიძულვილის გამოყენება, რომელსაც უკრაინის მიმართ განიცდით. ვინ ურჩევს უკრაინის პრეზიდენტს ჩემთვის მოქალაქეობის დაბრუნებას? პუტინი? ეს ის პუტინია, რომელიც 2017 წლის დეკემბერში პრესკონფერენციაზე ითხოვდა უკრაინიდან ჩემს გაძევებას, რაც პოროშენკომ ერთი თვის შემდეგ გააკეთა.
ზუსტად ვიცი, რომ სწორედ პუტინმა მოსთხოვა პოროშენკოს, არ მივეწვიე ინაუგურაციაზე 2014 წელს, დღეს კი მისი წარმომადგენლები შუამავლების მეშვეობით ზელენსკისგან კატეგორიულად მოითხოვენ, არათუ იმას, რომ მოქალაქეობა არ დამიბრუნონ, არამედ იმას, რომ არ შემიშვან უკრაინაში. ასეთი მოთხოვნა პუტინმა წაუყენა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ თურქეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს. ჩემი ინფორმაციით, სწორედ ამას განიხილავდა ის 2016 წელს პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრისას. ასე რომ, ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, ახლად გამომცხვარო ტროლო, მე საკმაოდ გამოცდილი ვარ იმისთვის, რომ ამ ორმაგ სტანდარტებს მიგიხვდეთ. უკრაინელებთან თავად გავერკვევი“, – დაწერა სააკაშვილმა თავის „ფეისბუქგვერდზე“.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება სამართლიანი იქნებოდა. პუტინმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს უფლებები უსამართლოდ ჩამოართვეს.
პუტინი: სააკაშვილისთვის უკრაინული პასპორტის დაბრუნება სამართლიანი იქნებოდა
სამართლიანი იქნებოდა უკრაინის პასპორტის დაბრუნება ადამიანისთვის, რომელიც ქართველი იყო, დღეს კი თავს უკრაინელად მიიჩნევს.
