LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელი გააგდეს, ისიც წავიდა და სტადიონზე შუქი გამორთო (ფოტო)

ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო, წავიდა საშხაპეში და შუქი გამორთო სტადიონზე მატჩის დროს.

აბსურდი მოხდა ინგლისის რეგიონალურ ლიგაში, ერთმანეთში „ჩელტნემი“ და „კიდლინგტონი“ თამაშობდნენ.

73-ე წუთზე „კიდლინგტონის“ მოთამაშე ჯულიუს მურაგამ წითელი მიიღო და მოედნიდან გავიდა.

რამდენიმე წუთში კი შუქიც წავიდა. ყველა პროჟექტორი ჩაქრა და სტადიონი უკუნმა მოიცვა. გაირკვა, რომ ელექტროობა გაგდებულმა მურაგამ გათიშა. ოღონდ ბიჭს ბოროტი განზრახვა არ ქონია.

ფეხბურთელის თქმით, ის პირდაპირ გასახდელში წავიდა, შხაპის მისაღებად. და სანამ ცდილობდა შუქი ჩაერთო საშხაპეში, პროჟექტორები გათიშა. სიბნელეში სინათლე 5 წუთში დაბრუნდა და მატჩიც გაგრძელდა, რომელიც მურაგას გუნდმა 1:3 წააგო.