LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ პრეზიდენტის ტვიტერზე ტრამპის პოსტის გაზიარების საკითხის შესწავლა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ტვიტერში” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გვერდზე კიბერთავდასხმის შესაძლო ფაქტის შესწავლა დაიწყო.

საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ანგარიშზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარებას.

„შსს-ს მიერ ხორციელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება,“- განუცხადეს ფორტუნას შსს-ში.

სალომე ზურაბიშვილის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ის ტვიტი იყო გაზიარებული, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს „მძინარას” უწოდებს. მოგვიანებით პოსტი წაშალეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა ის შემთხვევით გააზიარა.