LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოტენჰემი – აიაქსი: მატჩამდე

ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი მატჩები იწყება. დღეს პირველი ნახევარფინალური წყვილის პირველი შეხვედრაა: ლონდონში, „ტოტენჰემი“ ახალგაზრდულ, მაგრამ ყოჩაღ „აიაქსს“ უმასპინძლებს.

 

ფორმა

„აიაქსი“ მაგარი ფორმაშია: ბოლო 15 მატჩში ამსტერდამელებმა მარტო „ალკმაართან“ წააგეს და „იუვესთან“ ფრედ ითამაშეს. 13 მოგება, ლიგის ნახევარფინალი, ქვეყნის თასის ფინალი და პირველი ადგილი ჩემპიონატში.

„ტოტენჰემმა“ პირიქით, ცოტა მოუკლო. ბოლო 9 შეხვედრიდან ლონდონელებს ხუთი წაგებული აქვთ – სამი ბოლო ოთხიდან. „მამლების“ ბედად პრემიერლიგაში ოთხეულისთვის მებრძოლი სხვა გუნდები კარგავენ ქულებს და ამიტომ მესამეზე მყარად არიან.

View this post on Instagram

Current location & mood. ?? Your mood? Tell us in 1 emoji! ? #UCL #totaja

A post shared by AFC Ajax (@afcajax) on

ვინ უყურებს თამაშს ტელევიზორში

„ტოტენჰემს“ როგორც ყოველთის პრობლემები აქვს შემადგენლობის მხრივ. თამაშს გამოტოვებენ ორიე, კეინი, ლამელა, სონი და უინქსი. კითხვის ნიშნის ქვეშაა სისოკოს და ვერტოგენის გამოსვლა.

„აიაქსს“ კი მხოლოდ ბანდე დააკლდება. მაზრუი კი ალბათ მაინც ითამაშებს.

 

ვინ რა თქვა

მაურისიო პოჩეტინო („ტოტენჰემის“ მწვრთნელი)

„ლიგის ნახევარფინალში თამაშის საშუალება ხშირად არ ხდება. ჩვენს ახალ სტადიონზე ვითამაშებთ. ასეთი მატჩისთვის შეუძლებელია ძალა არ გეყოს, მოტივაციის ნაკლებობას ვერაფრით განიცდი. ეს მუდმივად თავში გიტრიალებს. სამშაბათს პირველი ტაიმია, მეორეს ამსტერდამში ვითამაშებთ“.

ერიკ ტენ ჰაგი („აიაქსის“ მწვრთნელი)

„შესანიშნავია, რომ ნახევარფინალამდე მოვედით. სეზონის წინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ჩვენ უკვე მივაღწიეთ გარკვეულ შედეგს, მაგრამ მეტი გვინდა.
რაშიც შეგვიძლია მოვუმატოთ, ეს რეალიზაციაა, სახიფათო მომენტების გამოყენება.“

პირისპირ

„აიაქსი“ ერთადერთი ნახევარფინალისტია, რომელმაც გზა კვალიფიკაციიდან დაიწყო.

ბოლოს „აიაქსი“ ნახევარფინალში 1997 წელს იყო.

„ტოტენჰემმა“ მხოლოდ ერთხელ მიაღწია ამ სტადიას – 57 წლის წინ.

„ტოტენჰემი“ მეშვიდე ინგლისური გუნდია, რომელსაც ლიგის ნახევარფინალამდე მიუღწევია. ეს ესპანეთთან ერთად საუკეთესო შედეგია.

თავისი პირველი ჩემპიონთა თასი „აიაქსმა“ ლონდონში მოიპოვა.

„ტოტენჰემში“ „აიაქსის“ ოთხი ყოფილი ფეხბურთელი თამაშობს: ალდერვეირელდი, ვერტონგენი, სანჩესი და ერიქსენი.

ბუქმეკერები

„ტოტენჰემის“ მოგება: 2,54

ფრე: 3,44

„აიაქსის“ მოგება: 2,94

„აიაქსის“ მოგება, როცა თავიდან აგებდა: 10,00

ბოლო ფსონი შემთხვევითი არ არის. „აიაქსმა“ სტუმრად გაარღვია „რეალი“ და „იუვენტუსი. ტურინში ჰოლანდიელებმა მოიგეს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ რონალდომ გაიტანა.
ეს გუნდის ხასიათზე მეტყველებს და იმაზე, რომ თამაშის შემობრუნება ეხერხებათ. იქნებ გარისკვა ღირდეს?

„აიაქსი“ არ გაუშვებს: 3,78

„ტოტენჰემს“ შეტევაში დიდი პრობლემები აქვს: არ არის კეინი და სონი, ლორენტეს იმედად? ის, რომ მასპინძლები აუცილებლად გაიტანენ, ფაქტი ვერ იქნება.