LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დრიფტერების ოჯახმა „შურისმაძიებელთა“ ნიშანი დახატა

პროფესიონალი დრიფტერების ოჯახმა ეკატერინე და მაქსიმ სედიებმა ასფალტზე „მარველის“ სუპერგმირების ლოგოტიპი გამოსახეს. სპორტსმენებმა ამ გზით დასკვნითი ფილმის – „შურისმაძიებლები: ფინალი“ გამოსვლა აღნიშნეს.

ლოგოტიპი მრბოლელებმა წყვილში მოძრაობის დროს დახატეს. ჩანაფიქრის ასასრულებლად მათ საბურავების 4 კომპლექტი, 6 საათი ვარჯიში და 80 ლიტრი საწვავი დასჭირდათ. თუმცა, ეს ამად ნამდვილად ღირდა, წყვილი მარველის დიდი გულშემატკივარია და ისტორიის ნაწილად ქცევა მათი ოცნება იყო.