პარლამენტში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე და საქართველოს პრემიერი ესწრებიან.
საკანონმდებლო ორგანოში მივიდა საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციონერი დეპუტატები პროტესტით შეხვდნენ.
პროტოკოლის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მისულ პრეზიდენტს კანონმდებლები ფეხზე წამოდგომით ესალმებიან.
ოპოზიცია კი სასესიო დარბაზში შესულ სალომე ზურაბიშვილს დუმილით შეხვდა და ფეხზე არ წამოუდგა. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ მათთვის სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმაცია არ აქვს, ვინაიდან ის საპრეზიდენტო სასახლეში შევიდა სერიოზული გაყალბების, მოსყიდვების ფონზე. აქედან გამომდინარე, მათი დემარშიც სწორედ ამით იყო გამოწვეული.
https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/375712266626979/?__xts__[0]=68.ARCUclmy-EQrro3Cw3sRDfiGyPqkNp6EcxNSXPm1l_MmtrGg-kuXgN96rHzXb3Eb24Q8XRAHKzSjj2R1vvcnOaxQgc7CBWuZIq4djtC1R4fHZ6rCnIOH42ga5JErd-kRlWNW8iDvscPKLm7jUIZlXJe366LqNMmFYvTlmQmqdF0JKqgQju58cEtIRLRNrNbe3YKpRFwKj_ABS6PkUvB2n5P8zhaCxkUhjn6JDbehle_taXxDWBIbd3l0x8Qq8V1VsV26b4avzQwzA1cUd7P8OVCsxpD8S1AJKz4g58U3WWuGVyuDShcGNUkxPT9l72hrBmW_P-QsoqCbvwlVv4fm-ygfhEAinqnQ6lEaGbv2Kj5AQMDFQpXTCukWdnw&__tn__=-R
