LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალმა ქეით მიდლტონს ქორწინების იუბილე განსაკუთრებული საჩუქრით მიულოცა

29 აპრილს პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწინებიდან ზუსტად 8 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით დედოფალმა ელისაბეტმა მიდლტონს ახალი წოდება მიანიჭა. ის სამეფო ვიქტორიანული ორდენის, დიდი ჯვრის საპატიო წევრი გახდა. ამ ჯილდოს დედოფალი იშვიათად გასცემს და მხოლოდ საკუთარი სურვილით.

აღნიშნული ორდენი 1896 წლის 21 აპრილს დედოფალმა ვიქტორიამ დააწესა. ამ ტიტულის მფლობელები კამილა პარკერ-ბოულზი და პრინცესა ანაც არიან. შეგახსენებთ, რომ ქეით მიდლტონის და პრინც  უილიამის სამეფო ქორწილს 8 წლის წინ 23 მილიონი ადამიანი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.