პორტუგალიაში მსაჯმა 2 წუთით შეაჩერა მატჩი, რათა ლაინსმენი ტუალეტში წასულიყო.
31-ე ტურის შეხვედრაში „შავეშსა“ და „ნასიონალს“ (ამ გუნდში ავთო ებრალიძე და გიორგი არაბიძე არიან) შორის ისეთი რამ მოხდა, რაც ფეხბურთის ისტორიაში შესაძლოა არც არასოდეს მომხდარა.
56-ე წუთზე არბიტრმა ლუიშ გოდინიომ მოულოდნელად მატჩი შეაჩერა. გვერდითი მსაჯი ჟორჟე კრუსი მონდომებით გაეშურა გასახდელისკენ. მან მთავარ არბიტრს ალამი დაუტოვა, რაღაც გადასცა მეოთხე მსაჯს და გაუჩინარდა.
— Drafts 2.0 (@drafts_2) April 29, 2019
კრუსი დაახლოებით 2 წუთი არ იყო. გოდინიომ სიცილით აუხსნა მწვრთნელებს შექმნილი ვითარება, თავის მხრივ მწვრთნელები ფეხბურთელებს უხსნიდნენ.
როდესაც ლაინსმენი დაბრუნდა, მთავარმა მსაჯმა მას იუმორით წითელი ბარათი აჩვენა. ჟორჟე გვერდით ხაზს დაუბრუნდა და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. მატჩი გაგრძელდა.
— Drafts 2.0 (@drafts_2) April 29, 2019
„შავეშმა“ ქართველების გუნდს 4:1 მოუგო.
