დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე დისციპლინირებული და ორგანიზებული კუროს, მთვარე კი, მგრძნობიარე და ემოციური თევზების ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც ხასიათის სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, ეცადეთ წინასწარ გათვალოთ ყველა ნაბიჯი და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გაბედოთ გარისკვა. არ ღირს საკუთარი რომანტიკული ურთიერთობის გამჟღავნება, რადგან გამხელი საიდუმლო ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს და სერიოზული კონფლიქტის მიზეზიც გახდება.
პლანეტა სატურნის რეტროგრადულოაბა ანუ უკან მოძრაობა, რაც 17 სექტემბრამდე გაგრძელდება, წარსულში დაბრუნებას, ძველი შეცდომების და პროფესიული მიღწევების გაანალიზებას, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას და ნებისმიერი ინფორმაციის სიღრმისეულად შესწავლას გაიძულებთ. არაა გამორიცხული დაბრუნდეთ ძველ სამსახურში ან სწორედ ახლა მოისურვოთ გადადებული საქმის დასრულება, თუმცა არ ღირს ახალი და მასშტაბური პროექტების დაწყება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – წარმატებული დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესის მოსაწყობად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ქორწინებისა და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი და მარჯანი, ამეთვისტო და გაგატი (გიშერი) გააძლიერებენ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის, საკმაოდ რთული დღე ელით ვერძს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.
