მანამ, სანამ მსოფლიო მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის შვილის დაბადებას შეიტყობს, ბუკმეკერები სახელზე ფსონებს გვთავაზობენ. თუ ამ დრომდე ყველაზე პოპულარული სახელი დაიანა იყო, დღეს ის იტალიურმა სახელმა, ალეგრამ შეცვალა. ცნობილი ხდება, რომ პრინცესა დაიანა გოგონაზე ოცნებობდა და მისთვის ალეგრას დარქმევა სურდა.

გამოცემა The Evening Standard წერს, რომ პრინცესა დაიანა წლებია ქირურგ ხასან ხანზე იყო შეყვარებული და მისგან შვილის გაჩენაზეც ოცნებობდა. აქედან გაჩნდა ინფორმაციაც დაიანას საყვარელი გოგონას სახელის შესახებ. პოპულარულ სახელებს შორის ასევე არის გრეისი, არტური, ელისაბეტი, ალბერტი და ვიქტორია.
