LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არეულობა ბარსელონაში: გიჟმაჟი ინგლისელები ადგილობრივებს წყალში ყრიან (ვიდეო)

„ლივერპულის“ ფანებმა ბარსელონაში აურზაური მოაწყვეს, ადგილობრივები შადრევანში გადააგდეს.

ისედაც დაუდგრომლობით ცნობილმა ინგლისელმა გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს თავი არც თუ საუკეთესო კუთხით.

Daily Mail-ის ცნობით, ისინი ადგილობრივ მაცხოვრებლებს ერთ-ერთ მოედანზე მდებარე შადრევანში ხელს კრავდნენ და ამას იღებდნენ კიდეც.

6 ქომაგი კი დააკავეს სასტუმროს თანამშრომლებზე თავდასხმის გამო.

მოგვიანებით პოლიციელებმა მოედანი ინგლისელებისგან გაწმინდეს.

მატჩი „ბარსელონასა“ და „ლივერპულს“ შორის თბილისის დროით 23:00 სააათზეა.