ჰიბრიდმა Range Rover Sport PHEV-მ საწვავის შევსებისა და დამუხტვის გარეშე 1292 კილომეტრი გაიარა. მსგავსი სვლის მარაგი აქამდე არც ერთ სხვა მოდელს არ დაუფიქსირებია, რის გამოც ყველგანმავალი გინესის რეკორდების წიგნში საპატიო ადგილს დაიკავებს.
რეკორდულ მსვლელობაში LAv Racing-ის გუნდი მონაწილეობდა და მოძრაობა მათ სავსე ავზით და ბოლომდე დამუხუტლი ელემენტით დაიწყეს.
კროსოვერის საშუალო სიჩქარე მთელი გზის განმავლობაში 64 კმ.სთ-ს შეადგენდა. მარშრუტის პირველ ნაწილში ანუ დაახლობით 200 კმ. მოდელმა 8 ლიტრი საწვავით გაიარა, ელემენტის დაცლის შემდეგ კი საწვავის წვა 100კმ-ზე 7 ლიტრამდე გაიზარდა.
