„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ მსოფლიოში ყველაზე ძვირიანი ავტომობილი იყიდა.
ახლა პორტუგალიელის მფლობელობაშია Bugatti Voiture Noire, რომლის ღირებულება 11 მილიონი ევროა.
ავტოს 1500 ცხენის ძალა აქვს და 420 კმ/სთ-ს ავითარებს.
ეს მანქანა მარტში ჟენევის ავტოსალონზე წარადგინეს.
„ბუგატიმ” ეს მოდელი მხოლოდ ერთი შექმნა.

გახსოვთ, გასულ ზაფხულს კონცერნ FIAT-ის თანამშრომლებმა გაფიცვა მოაწყვეს კრიშტიანოს ტრანსფერის გამო: ფეხბურთელის ხელფასი – 30 მლნ ევრო წლიურად – ავტოკონცერნის ანგარიშიდან ირიცხება.
