მიმართლებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 01:57-დან 14:25 საათამდე გაგრძელდება, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ტრავმების და ავარიების შექმნის მიზეზი.
მოერიდეთ ხალხმრავლობას და გარშემომყოფებთან კამათს, თავი შეიკავეთ უმიზეზო ამბიციების, სიამაყის გამოვლენისგან და აუცილებლად გაითვალისწინეთ ხანდაზმული ქალბატონების რჩევები.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სპონსორების მოსაძიებლად, შემოქმედებითი საქმიანობის და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობაზე, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე დასვენებას, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების, ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას და ესქსტრასენსებთან მკურნალობას, გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, თავს და ეცადეთ დიდხანს არ გაჩერდეთ მზეზე. მიირთვით ხაჭო და იუგურტი, ბანანი, თხილი და ბოსტნეული.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი (დღის პირველ ნახევარში), წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ცისფერი (დღის მეორე ნახევარში), ასევე მარგალიტი, ამეთვისტო, გიშერი და მარჯანი (დღის პირველ ნახევარში), ლალი, იაგუნდი და წითელი იასპი (დღის მეორე ნახევარში) გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – ახდება მხოლოდ კეთილი სიზმრები.
ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, შედარებით დაძაბული იქნება დღე მორიელისა და თხის რქისთვის.
