პრინც უილიამთან ქორწინების იუბილეზე ქეით მიდლტონმა დედოფლისგან საჩუქრად ახალი ტიტული მიიღო. ამის შემდეგ ქეითი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში. მან ახალი საგანმანათლებლო ცენტრი გახსნა, რომელიც ანა ფრეიდის ფსიქოლოგიური ცენტრის ბაზაზე აშენდა. სკოლა 5-დან 13 წლამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც ჩვეულებრივ სკოლაში სწავლას ვერ ახერხებენ.
ქეითი პრეზენტაციაზე ფანტასტიკურად გამოიყურებოდა საყვარელი დიზაინერის „ემილია ვიკსტიდის“ მწვანე კაბაში, რომელიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს შეუხამა.





