LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: მშვენივრად ნახავთ, როგორ ვაპირებთ პანკისის ჩიხიდან გამოსვლას

პროვოკაციულ კითხვაზე, თუ როგორ ვაპირებთ ჩიხიდან გამოსვლას, გიპასუხებთ, რომ გონივრული მიდგომებით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება პროვოკაციულ შეკითხვებს, მაგალითად  – როგორ აპირებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას, დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ, როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან, მშვიდად, წყნარად, გონივრული მიდგომით, იმ ხალხთან ერთად, ვინც მშვენივრად აცნობიერებს, გადაცდომის ფარგლები სად იყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი და სამწუხარო  ჩემთვის გახლავთ ის, რომ სახელმწიფოს ჰქონდა პოზიტიური ვალდებულება, გაეკთებინა იმ სოციალური პროტესტის პროგნოზი, რომელიც იქ  აღმოჩნდა, მაგრამ  ვერ გააკეთა, სადღაც შეცდომა მოხდა და გავარკვევთ, რა მოხდა”- განაცხადა გახარიამ

მისივე თქმით, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება მართლწესრიგის დაცვის ვალდებულება სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად კოორდინაციაში, შსს-ს საერთოდ არ აინტერესებს, ჰესზეა იქ საუბარი თუ გზის მშენებლობაზე, ან ამ ჰესს სახელმწიფო აშენებს თუ კერძო კომპანია.გახარიას განმარტებით, პანკისში ჩვეულებრივი საპოლიციო ძალები იმყოფებოდნენ.

ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს, მეგობრებო და კოლეგებო – ქვეყნის უსაფრთხოების, მართლწესრიგის საკითხი არის ყველანაირ პარტიულ ინტერესზე უფრო მაღალი საკითხი, როდესაც ისეთ სათუთ თემებს, როგორიც არის, მაგალითად, პანკისი, ვიყენებთ პოლიტიკური ტემპერატურის ან პოლიტიკური ქულების… შესაბამისად, როდესაც ჩვეულებრივი სოციალური პროტესტი, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ სხვა კუთეში, იძენს ისეთ განმარტებებს, როგორიც შეიძინა აქ, ეს არის უბრალოდ სამწუხარო”, – განაცხადა შს მინისტრმა.