LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გინდოდათ რძე და ყველი… სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მის ვიზიტებს ახსენებს. სააკაშვილი წერს, რომ ასეთი პატარა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის მსგავსი დონის და სიხშირის ვიზიტები დიდი პატივია.

სწორედ მის პრეზიდენტობას მიაწერს სააკაშვილი პატივს და ცნობილ გამონათქვამს იხსენებს “არ გინდოდათ რძე და ყველი?”

ფეისბუქზე გამოქვეყნებული ამ სტატუსით მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ, დაუდასტურებელ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მოქმედ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს აშშ-ში ვიზიტზე უარი უთხრეს.

“აბა დაფიქრდით – ჩემი პრეზიდენტობის დროს 4-ჯერ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით თეთრ სახლში, საქართველოში ჩამოვიყვანე ამერიკის ახლანდელი და მაშინდელი პრეზიდენტები და სამჯერ ვიცე-პრეზიდენტი, ინაგურაციაზე და ისედაც ბევრჯერ სახელმწიფო მდივანი. დამისახელეთ ისრაელის სახელმწიფო მდივნის გარდა, რომელიმე სხვა პატარა ქვეყანა, რომელსაც ერგო ამდენი პატივი…

ამაზეა ნათქვამი “არ გინდოდათ რძე და ყველი”… და ახლა გვაქვს აი ეს”, – წერს სააკაშვილი.