“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შს მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ, ვიდეოკოლაჟი გაუშვა.
ბოკერიას თქმით, კოლაჟში ის ინციდენტებია ასახული, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა. კოლაჟს ბოკერიამ “კადრები რეალითი შოუდან” უწოდა.
“თქვენ აქ საუბრობდით დისკრედიტაციის კამპანიაზე პოლიციის წინააღმდეგ და აპოლიტიკურობის პრინციპზე. იცით, თუ არა, რომ ამ კოლაჟში მოცემულ ინციდენტებზე მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ ესხმოდნენ თავს, პოლიციელებს ესხმოდნენ ფიზიკურად თავს და აღბეჭდილია ვიდეოზე. რამდენი ადამიანი დაისაჯა სისხლის სამართლებრივი წესით და რამდენი იხდის სასჯელს?! – არცერთი. ეს ფაქტი უწყობს თუ არა ხელს პოლიციის დისკრედიტაციას, რომ არ ისჯებიან ასეთი ინციდენტებისთვის?! ამ ინციდენტებისთვის, სადაც აღბეჭდილი არიან პოლიციელები როგორ ურტყამენ და ამისთვის ისინი არ ისჯებიან. რა გზავნილია ეს კანონის უზენაესობისთვის?!” – მიმართა გიგა ბოკერიამ შს მინისტრს.
