პორტუგალია საწვავის დეფიციტს განიცდის, რაც მძღოლების გაფიცვის და ასობით ბენზინგასამართი სადგურის დახურვის დამსახურებაა. ქვეყნის ხელისუფლებამ განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს რომ საწვავს პირველ რიგში სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები იღებენ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს და საათობით რიგში დგომა უწევთ.
მორიგი ვიდეო, რომელშიც საწვავის მომლოდინე ავტომობილებია ასახული Tesla Model 3-ის მძღოლმა გადაიღო. მისი განცხადებით კრიზისი თითქმის ყველა ავტომფლობელს შეეხო, გარდა ელექტრომოდელების მძღოლებისა, რომლებიც ჯერ-ჯერობით არაფერზე დარდობენ.
