LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კრიმინალისტიკური ლაბორატორია გაიხსნება

თბილისში, გულუას ქუჩაზე, უახლოეს პერიოდში კრიმინალისტიკური ლაბორატორია გაიხსნება, რომელიც იქნება ყველაზე მძლავრი და განვითარებული ამიერკავკასიაში – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება ის ლაბორატორია, რომელიც შეძლებს სრულფასოვნად მოემსახუროს შსს-ს საგამოძიებო და არა მხოლოდ შსს-ს, სხვა საგამოძიებო უწყებებსაც.

„ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. დღემდე შსს-ში არ არსებობდა ბალისტიკური შემოწმების ავტომატიზირებული სისტემა. რაც ნიშნას იმას, რომ როცა დანაშაულის ადგილიდან გამომძიებელი ამოიღებდა ან მასრას ან ტყვიას, მას დაახლოებით 400 ათასი ეგზემპლარი ტყვია ხელით უნდა შეედერარებინა. ელექტრონული ბაზა არ არსებობდა, შეიძლებოდა შემოწმება დაწყებულიყო დღეს და დასრულებულიყო 10 წლის შემდეგ. რასაც ვაკეთებთ, ეს პროცედურები დაგვყავს დაახლოებით ერთი დღის ფარგლებში, ოღონდ მას შემდეგ, რაც მოვახერხებთ ბაზის დიჯიტალიზირებას. ასევე, ამ ლაბორატორიას ექნება თავისი დნმ ლაბორატორია, რომლიც მოგვცემს საშუალებას სწრაფად გამოვიძიოთ საქმეები“, – აღნიშნა გახარიამ.

მისივე თქმით, შსს-ს ეყოლება 4 ვერტმფრენი, რომელიც არ იქნება ახალი, თუმცა იქნება კაპიტალურად გამართული.