LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი ჯენერის ორიგინალური მილოცვა და მოულოდნელი საჩუქარი იუბილარ ტრევის სკოტს

კაილი ჯენერის მეუღლემ, ტრევის სკოტმა 28-ე დაბადების დღე აღნიშნა, პირველი მილოცვა – სადღესასწაული პოსტი Instagram-ში კი, სწორედ კაილისგან მიიღო, რომელიც არა მხოლოდ სიყვარულში გამოუტყდა, არამედ კიდევ ერთი ბავშვის შეძენა შესთავაზა, „ბედნიერი ვარ ჩემს გვერდით საუკეთესო პარტნიორი და საუკეთესო მამაა, შენ მართლაც ყველაზე კარგი მეგობარი და მეუღლე ხარ. ძალიან მიყვარხარ და ვამაყობ შენით. გილოცავ დაბადების დღეს და კიდევ ერთი ბავშვის შეძენას გისურვებ“, – სწორედ ასე მიულოცა ჯენერმა საყვარელ მამაკაცს სოციალურ ქსელში, მერე კი, ლოს-ანჯელესში ბანერი იქირავა, რომელზეც საკუთარი ფოტო მოათავსა ერთი წლის ქალიშვილთან – სტორმისთან და მის მილოცვასთან ერთად.

 

View this post on Instagram

 

watching you evolve into the partner, friend, son, and father you are today has been so fulfilling ♥ my real life bestie & hubby all wrapped into one. i love you and I’m so so proud of you. happy happy birthday ?? let’s fuck around and have another baby. ?

A post shared by Kylie (@kyliejenner) on

 

ტრევისის ახლო მეგობრებს კაილიმ სადღესასწაულო წვეულებაზე უმასპინძლა რომელიც ჩვეულებრივი მაღაზიის სტილში მოწყობილ დარბაზში გამართა, თაროები სხვადასხვა პროდუქტით გაავსო, რომელთა ეტიკეტს სკოტის სახელი ამშვენებდა, გაზიანი წყლის ავტომატიდან კი, სტუმრებს ალკოჰოლური კოქტეილები შესთავაზა.