LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ ადარებთ მას ნურავის: მესი ლოგიკას არ ექვემდებარება

ლეო მესიმ ერთხელაც ჩართო თავისი არაამქვეყნიური უნარები და „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიუახლოვა. არგენტინელმა საკლუბო დონეზე 600 გოლი გაიტანა. „ლივერპულთან“ შესრულებული დუბლიდან განსაკუთრებით კარგი მეორე, შორეული საჯარიმო გამოდგა. თუ რაღაც გაუთვალისწინებელი არ მოხდა, წესით ლეო კიდევ ერთ „ოქროს ბურთს“ აიღებს.

მესით აღრთოვანებას ვერ მალავენ ვერც მისი მეტოქეები, ვერც თანაგუნდელები და ვერც ძველი ვარსკვლავები.

 

ვირხილ ვან დეიკი: მესი – მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.

მილნერი: მისგან სწორედ რომ ასეთ რაღაცეებს ელი.

 

ერნესტო ვალვერდე: მესი მეტოქეს შიშის ზარს სცემს. ის მუდმივად გვაოცებს.

ჟორდი ალბა: მესი უნიკალურია ყველა ასპექტში.

არტურო ვიდალი: მესი ყოველთვის დგამს შოუს.

 

ლინეკერი (მესის მე-600 გოლზე): პატარა გენიოსი ლოგიკას გამოწვევას უგზავნის.

ჯეიმი კარაგერი: მესი უფრო სრულყოფილია ვიდრე რონალდო.

მარიო ბალოტელი: მესი ფენომენალურია. თუ შეიძლება ფეხბურთის გულისათვის ნუ ადარებთ მას „იუვენტუსის“ შვიდიანს.