LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მშვიდი, სტაბილური და ერთგული კუროს, მთვარე კი, ენერგიული და კომუნიკაბელური, აგრესიული და ეგზალტირებული ვერძის ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც  სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

პლანეტა პლუტონის შეერთება დაღმავალ კარმულ კვანძთან, რაც ივლისის ბოლომდე გაგრძელდება, პირველ რიგში პოლიტიკოსებზე მოახდენს უარყოფით გავლენას, რადგან საგრძნობლად დასუსტდება მათი გავლენა და ძალაუფლება, არაა გამორიცხული ბევრმა თანამდებობაც კი დაკარგოს. მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან ივლისის ბოლომდე ძალიან მაღალია აურის ნეგატიური ენერგიით დაბინძურების საფრთხე.

ეცადეთ დღევანდელ დღეს მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები და მოერიდოთ სულსწრაფი, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისა და გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების გასამართად, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სპორტული ინვენტარის შესაძენად. ნაკლებად სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, ხელშეკრულებების გასაფორმებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად.

ჯანმრთელობა – მიირთვით კომბოსტო, ბროკოლი და კარტოფილი, გოგრა, სტაფილო და კივი, ქათმის ფილე და თევზის კერძები. გაუფრთხილდით თავს და თვალებს, მოერიდეთ მზის გულზე დიდხანს გაჩერებას, არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი, ასევე იაგუნდი, ლალი და წითელი იასპი, ძოწი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და მერწყულისთვის, შედარებით დაძაბული იქნება დღე კირჩხიბისა და ქალწულისთვის.