LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ

ელექტროენერგიის გათიშვის მიუხედავად, თბილისის  მეტროპოლიტენის მოძრაობა არ შეზღუდულა.

„იყო ძაბვის ვარდნა, თუმცა ამას არ უმოქმედია მეტროს მუშაობაზე და მატარებლები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან“, – განუცხადეს „ფორტუნას“ თბილისის მეტროპოლიტენში.

შეგახსნებეთ, დენის მიწოდება თბილისსა და რეგიონებს ელექტროსადგურ “იმერეთის” ავარიის გამო შეუწყდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია.

ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანს წყლის მიწოდება შეუწყდა.