მოერიდეთ სარისკო და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, არ აჰყვეთ გარშემომყოფთა პროვოკაციას და აუცილებლად დაიცავით წესები, ეცადეთ დაასრულოთ გადადებული საქმეები, რადგან სწორედ დღეს გაქვთ მაქსიმალური ეფექტის მიღწევის შანსი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ქორწინებისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, სამშენებლო მასალის და უძრავი ქონების შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის უარყოფითი ენერგია ნეგატიურ გავლენას მოახდენს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, გამოიწვევს თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიღალოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას, მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს, რადგან მაღალია კუნთების დაჭიმვის ალბათობა. შეიტანეთ კვების რაციონში რძის პროდუქტი, თევზეული და ფრინველის ხორცი, აუცილებლად მიირთვით მინერალური წყალი, რაც დაეხმარება ორგანიზმს გაწმენდასა და გაჯანსაღებაში.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე და ლურჯი, ცისფერი და ყავისფერი, ასევე აგატი, ქრიზოპრაზი და მალაქიტი, გიშერი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ქალწულისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის, შედარებით დაძაბული იქნება დღე ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის.
