LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მეათე სართულიდან ქალი გადმოვარდა

თბილისში, პეკინის 41 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან ქალი გადმოვარდა. 45 წლამდე ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეზობლები აცხადებენ, რომ  ქალი სარეცხს ფენდა, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და აივნიდან გადმოვარდა.