LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყალთოში 44 წლის კაცი მეზობელმა მოკლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში გუშინ მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 44 წლის მამაკაცი მოკლეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით მკვლელობა თანასოფლელებს შორის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბენზიგასამართ სადგურზე მოხდა.

პოლიციამ ბრალდებული ლ.კ. მომხდარიდან 2 საათში გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.