LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართლებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 19:10-დან 01: 00 საათამდე გაგრძელდება, სხვებზე მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ტრავმებისა და ავარიების მიზეზი.

ლილიტის ანუ შავი მთვარის ცხრა თვით თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა განსაკუთრებით გააძლიერებს ადამიანთა ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ მოთხოვნილებას.  ბევრს გაუჩნდება ილუზიები და ნეგატიური აზრები, დეპრესიისკენ და ფსიქიური დაავადებებისკენ მიდრეკილება, ექნება სხვათა მოტყუების სურვილი, გაძლიერდება საიდუმლო კავშირების და ფარულად მოქმედების მცდელობა. სერიოზული პრობლემები შეიქმნება კულტურის და ხელოვნების სფეროში, რადგან მრავლად გამოჩდებიან ავანტურისტები, არაა გამორიცხული გაღვივდეს სოციალური და იდეური დაპირისპირებაც.

დღევანდელი ახალმთვარეობა ანუ მზის და მთვარის ენერგიის შერწყმა კუროს ზოდიაქოს ნიშანში გაზრდის ტრავმებისა და ავარიების, სერიოზული კამათის და კონფლიქტების ალბათობას. გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და თავშეკავება, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ნაჩქარევად გადაწყვეტილებების მიღებას, მაქსიმალურად აკონტროლეთ ხარჯები და ეცადეთ მშვიდად გაიაროთ მეტად მძიმე დღე.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა კუროსათვის, კირჩხიბისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.