LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონა ბრიტანული ,,ვოგის” ფურცლებზე – პოპ დედოფალი ლედი გაგასთან ,,მტრობაზე” ალაპარაკდა (ფოტო)

მადონა ბრიტანული ,,ვოგის” ივნისის ნომრის სახეა. მე-20 საუკუნის ფემინისტი ქალის შთაგონებით, Mert and Marcus-ის გადაღებულ ეფექტურ ფოტოებზე პოპ დედოფალმა ცნობილი მოდის სახლების: Louis Vuitton, Fendi, Armani და Loewe ლუქები მოირგო.

აღსანიშნავია, რომ გამოცემასთან ინტერვიუში, 60 წლის ვარსკვლავმა ლედი გაგასთან ,,მტრობის” შესახებ ისაუბრა.

,,ხალხს ძალიან აღელვებდა ის ფაქტი, რომ ჩვენ მტრები ვიყავით, როცა ჩვენ  მტრები არასდროს ვყოფილვართ”, – აღნიშნა ლეგენდარულმა არტისტმა.

ივნისის ბრიტანული ,,ვოგი”, დახლებზე 10 მაისიდან გამოჩნდება.