მდინარე ალაზნის ადიდების გამო სოფ. ჰერეთისკართან გადაადგილება აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტმენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ134 მონაკვეთზე მდ. ალაზნის ადიდების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე გადმოდის უხვი რაოდენობით წყალი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენის გზის გავლით განხორციელდება.
