„რადიო დუეტის” სტუმარი კომპოზიტორ-შემსრულებელი გიგა კვენეტაძე იყო. გიგა საზღვრებს გარეთ მოღვაწეობს, რამდენიმე დღით ესტუმრა სამშობლოს და ტრადიციულად „არ დაიდარდოს” ესტუმრა.
როგორ განწყობაზე ხარ და როგორ შეაფასებ დღევანდელ შოუბიზნესს საქართველოში?
განწყობა ყოველთვის ძალიან მაგარია, როდესაც თქვენს ჰოლდინგში ვარ სტუმრად. ბევრი სასიამოვნო მოგონება და პრემიერა მახსენდება. სამწუხაროა, რომ დღეს ქართულ შოუბიზნესში ბევრი არაფერი ხდება.
რამდენად ხშირად ახერხებ საქართველოში ჩამოსვლას?
წელიწადში 2-3 ჯერ ჩამოვდივარ, მიხარია რომ წინ არის ზაფხული, რადგან თვეზე მეტხანს ვაპირებ აქ დარჩენას. გპირდები, რომ ზაფხულში შენთან ახალი სიმღერის პრემიერას გავაკეთებ.
რა ხდება იქ, რუსეთში, სადაც მოღვაწეობ?
რუსეთში ბევრი ცნობილი მომღერალი ასრულებს ჩემს სიმღერებს, ასევე არის ჯილდოები, „ოქროს გრამაფონი”, „წლის სიმღერა”, დიპლომები. როგორც კომპოზიტორს მაქვს ჩემი სტუდია, რომელიც სამი წელია გავხსენი და მთელი ჩემი შემოქმედება იქ იქმნება. ქართულ შოუბიზნესში არ არის ის მუხტი რომ დავბრუნდე, თორემ ხვალვე დავბრუნდებოდი, მაგრამ რა უნდა გავაკეთო მე აქ მარტო. უნდა ვაკეთოთ მუსიკა, ყველა მუსიკოსს და მომღერალს მინდა ვთხოვო, გახდნენ უფრო აქტიურები. ის მაინც დავიბრუნოთ რაც იყო, 2000-იანი წლების ქართული შოუბიზნესი ნამდვილად ჩქეფდა.
საქართველოში ხომ არ გეგმავ კონცერტის ჩატარებას?
გეგმაში არის და მინდა გრანდიოზული კონცერტის ჩატარება, ჩემი საავტორო პროექტი იქნება, აქაურ მუსიკოსებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და აუცილებლად გავაკეთებ ამას. მინდა მომღერლების ჩამოყვანაც. იმედია მალე გადაწყდება და მალევე განხორციელდება.
როგორია სამომავლო გეგმები?
მალე ფილიპ კირკოროვისგან ველოდები პრემიერას, ასევე ვიწყებ მუშაობას კინომუსიკაზე, სერიოზული და საინტერესო პროექტებია, ბევრი საქმეა, მთავარია მონდომება. ასევე ხშირად ვაკეთებ საავტორო კონცერტებს, დიდ რესტორნებში და კლუბებში. როდესაც დემო ვერსიებს ვუგზავნი ხოლმე მომღერლებს, მეკიტხებიან მე თავად რატომ არ ვმღერი, ვპასუხობ რომ ვმღერი და საქართველოში ძალიან ცნობილი მომღერალი ვარ. მე მაქვს ასეთი დევიზი, თუ რამეს იწყებ უნდა დაიწყო გრანდიოზულად.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიგა კვენეტაძე – ჩურჩული. Live
გიგა კვენეტაძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები



