Tesla-ს ავტოპილოტს სასიკვდილო ავარიაში ადანაშაულებენ. კომპანია Apple-ის ინჟინერის ოჯახი ელექტრომობილების მწარმოებელს სასამართლოში უჩივის. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ავარია ავტოპილოტის ბრალი იყო, რადგან ინციდენტის დროს ავტომობილი ავტონომიურად იმართებოდა.
ავარია 2018 წლის მარტში, კალიფორნიაში მოხდა. 38 წლის უოლტერ ხუანი თავის Tesla Model X SUV-ს მართავდა, როდესაც 115 კმ/სთ სიჩქარით ტრასის დამცავ ბარიერს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად მძღოლი დაიღუპა, ოჯახი კი ყველაფერში ავტომწარმოებელს ადანაშაულებს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ „ტესლამ“ სარეკლამო კამპანიის დროს დიდი ტყუილი თქვა და ავტოპილოტის შესაძლებლობები ზედმეტად კარგად შეაფასა, რამაც მომხმარებლებს გადაჭარბებული მოლოდინები გაუჩინა.
