LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა 80 წლამდე მამაკაცი დააკავეს

მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან. ოკუპანტებმა  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში მცხოვრები 80 წლამდე მამაკაცი ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსმა სამხედროებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის სატაცურს კრეფდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.