LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემი შუმერი ორსულობამ დაღალა (ფოტო)

ემი შუმერმა ორსულობის დეტალების შესახებ ისაუბრა. გაირკვა, რომ ამერიკელი ,,სტენდაფერი” და მისი მეუღლე, კრის ფიშერი ვაჟს ელოდებიან.

ამ დღეებში, 37 წლის ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს იუმორისტული პოსტი გაუზიარა. ფოტოზე, რომელსაც მილიონზე მეტი ,,ლაიქი” აქვს, ემი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ფეხმძიმედაა. ამასთან, ის ფანების კომენტარებს ეხმაურება და ღიმილით დასძენს, რომ დიდი ხანია ბავშვს მუცლით ატარებს, რამაც ძალიან დაღალა.

 

View this post on Instagram

 

Oh yeah does it feel to everyone like I’ve been pregnant for a long time? It must be getting annoying to you all that I’m still pregnant Well imagine how I feel mother fuckers!!!!!! #soblessed #hatemondaysloveweekendstho

A post shared by @ amyschumer on

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ემი შუმერისა და კრის ფიშერის ოჯახში მატების შესახებ ცნობილი გასული წლის ოქტომბერში გახდა. წყვილისთვის პატარა პირველი საერთო შვილი იქნება.