„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო კომიქსებისა და მულტსერიალის სერიების Striker Force 7-ის სუპერგმირი გახდა.
სიუჟეტის მიხედვით, სუპერგმირების გუნდი პლანეტას ნგრევისგან გადაარჩენს. რონალდო პარტნიორებს ასწავლის ნდობას და გუნდურ მუშაობას.
გაყიდვაში უკვე გამოვიდა კომიქსები განსხვავებული გარეკანებით. მათი შეძენა საიტზეც შეიძლება. მალე კი მულტსერიალსაც ვნახავთ – მისი ტრეილერი პორტუგალიელმა საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა.
Hi guys! Check out my animated show trailer and the comic book now! ? https://t.co/pq8lesrqYI ? #FCBD #FreeComicBookDay #SF7 #CR7 pic.twitter.com/bTe7DzXQRw
— Cristiano Ronaldo (@Cristiano) May 4, 2019
საინტერესოა, რომ სიუჟეტი კრიშტიანომ თავად მოიფიქრა სუპერგმირების ცნობილ შემქმნელ შარად დევარაჯანთან ერთად.
კომიქსებისა და მულტსერიალის გარდა გაყიდვაში სამი გრაფიკული რომანიც გამოვა.
