„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომელთა ნახვასაც ისურვებდა კლუბში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ.
Don Balon წერს, რომ 31 წლის არგენტინელს სამი პოზიციის გაძლიერება სურს – მეკარე, ცენტრალური მცველი და თავდამხსმელი. მესი ემხრობა „აიაქსის“ მეკარის ანდრე ონანას და მცველ დე ლიგტის შეძენას, ასევე ხელმძღვანელობას ურჩევს ყურადღება მიაქციონ ლუკა იოვიჩს „აინტრახტიდან“, რომლის ყიდვა ამბობენ „რეალსაც“ უნდაო. მესის სიაში მოხვდა მექსიკელი ირვინგ ლოსანო პსვ-დან.
„ბარსელონამ“ უკვე გააფორმა ერთ „აიაქსელთან“ კონტრაქტი – მომდევნო სეზონიდან „ბლაუგრინას“ მაისურს მოირგებს ფრენკი დე იონგი.
„ბარსა“ უკვე გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის ფინალშია.
