მიმართლებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 08:00 საათამდე განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, რომელიც პირველ რიგში მძღოლების ყურადღებას მოადუნებს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა სწორედ მათ მართებთ, ვინც ავტომობილს მართავს.
დღეს და ხვალ სამყარო სერიოზულ გამოცდას მოგიწყობთ და არჩევანის გაკეთებას გაიძულებთ კეთილ და ბოროტ ენერგიებს შორის. მაქსიმალურად აკონტროლეთ ფიქრები და მოქმედებები, მეტი დრო გაატარეთ მეგობრების და ახლობლების წრეში, რადგან არ ღირს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ცოდნის გასაღრმავებლად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, თუმცა, ნაკლებად გაამართლებს მოგზაურობა, რადგან იმ პრობლემებს გადააწყდებით, რომელთა დაძლევა ძალიან გაგიჭირდებათ დამოუკიდებლად. არ ღირს უძრავი ქონების ყიდვა ან გაყიდვა, ქორწინება და რომანტიკულ ავანტიურებში ჩაბმა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური ენერგიით დატვირთულ დღეს განსაკუთრებული პრობლემები შეექმნებათ მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა და ნერვული დაავადები აწუხებთ. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ მედიკამენტურ მკურნალობას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, მოერიდეთ ოპერაციის ჩატარებას, რადგან მაღალია სისხლის შედედების და თრომბის წარმოქმნის ალბათობა.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი და ნარინჯისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი და იასამნისფერი, ასევე თოფაზი, აქვამარინი და სერდოლიკი, ნეფრიტი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძითვის, ტყუპებისა და მერწყულითვის, პრობლემები ელით ქალწულს და მორიელს.
