LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელენა გომესი შეყვარებულია – მომღერალი უცნობ ახალგაზრდასთან ერთად გადაიღეს (ფოტო)

ერთ-ერთი ვარსკვლვავური წყვილის, ჯასტინ ბიბერისა და სელენა გომესის დაშორებიდან 1 წლის თავზე, ეს უკანასკნელი უცნობი მამაკაცის გარემოცვაში დააფიქსირეს.

პაპარაცებმა ამერიკელი შემსრულებელი სავარაუდო რჩეულთან ერთად ,,დისნეილენდში”, ,,სათამაშოების ისტორიის” ატრაქციონზე დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტმომხმარებლების აჟიოტაჟი 26 წლის შემსრულებელის იმ ფოტომ გამოიწვია, რომელზეც მას მის გვერდით მჯდომი ბიჭის მხარზე თავი აქვს ჩამოდებული.

შეგახსენებთ, რომ სელენა გომესის სასიყვარულო ურთიერთობებიდან ჯასტინ ბიბერის გარდა, ასევე ცნობილია მცირეხნიანი რომანები ნიკ ჯონასთან და The Weeknd-თან.