ემი შუმერი და კრის ფიშერი პირველი საერთო შვილის მშობლები გახდნენ. ქვეყანას ვარსკვლავური წყვილის ვაჟი მოევლინა, რომელსაც ჯინ ატელი დაარქვეს.
გაირკვა, რომ ამერიკელმა ,,სტენდაფერმა” ლოს-ანჯელესის დროით, 5 მაისის დილის 10 საათსა და 55 წუთზე იმშობიარა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამავე, ლონდონური დროით, დილის 6 საათზე დაიბადა მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ბიჭუნაც, რის გამოც ,,ინსტაგრამზე” ოჯახში მატების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისას, შუმერმა ახალშობილს ,,როიალ ბეიბი” უწოდა.
