LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი რუსთავის სუპერმარკეტში – რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე

რუსთავში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში ხანძარი გაჩნდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  ხანძრის კერა სუპერმარკეტის სამზარეულოს ბლოკში იყო, თუმცა გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. შენობის გარდა, ძლიერი დაკვამლიანებაა მიმდებარე ტერიტორიაზეც.

ადგილზე რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი მუშაობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

 

=====