LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აცრემლებული პრინცი ჰარი შვილის დაბადების შემდეგ (ვიდეო)

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი მშობლები გახდნენ. ამის შესახებ საზოგადოებას თავად პრინცმა ჰარიმ აცნობა, რომელმაც ინტერვიუში დღის მანძილზე გადატანილ ემოციებზე ისაუბრა. პრინცი ჰარი საოცრად აღელვებული და ბედნიერი ჩანდა.

„ეს არის ყველაზე დიდი გამოცდილება, რომელიც ცხოვრებაში მქონია, როგორ ახერხებენ ამას ქალები, ეს ჩემს წარმოსახვას სცილდება. ჩვენ უზომოდ ბედნიერები ვართ და მადლობა ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა. ჩვენ უკვე ვფიქრობთ სახელზე. ბავშვი ცოტა გვიან დაიბადა, ამიტომ ამ თემაზე ფიქრისთვის ბევრი დრო გვქონდა, ამ დღეებში სახელს გაცნობებთ და ყველას ექნება პატარას ნახვის შესაძლებლობა “ –  განაცხადა პრინცმა ვიდეოინტერვიუში.