LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air წლის ავიაკომპანიად დასახელდა

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოებაზე 2019 წლის ავიაკომპანიად დასახელდა. ეს ერთადერთი საერთაშორისო პრიზია, რომელიც საჰაერო ტრანსპორტის ყველა ძირითად კატეგორიას შორის საუკეთესოს ენიჭება.

2019 წლის საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოება საბერძნეთში, კერძოდ იკალიში, Hermes – საჰაერო ტრანსპორტის ორგანიზაციასა და ATN – საჰაერო ტრანსპორტის სიახლეებთან პარტნიორობით ჩატარდა.

“დღეს Wizz Air-ი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას აღნიშნავს. პატივი გვაქვს დასახელებული ვიყოთ წლის ავიაკომპანიად. ეს ჯილდო ჩვენი გუნდის დიდი შრომის, ჩვენი მომხმარებლების ლოიალურობისა და ნდობის და პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერის შედეგია. Wizz Air-მა ყველა ადამიანისთვის ახალი შესაძლებლობა მოიტანა – ეფრინათ ხელმისაწვდომ ფასად მსოფლიოს გარშემო და ეს ჯილდო კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ. Wizz Air განაგრძობს სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვას მუშაობის პროცესში“, – აცხადებს Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე  სტივენ ჯონსი.