„კრიშტიანომ გადაარჩინა „იუვე“ გავარდნისგან და დაუბრუნა ჩემპიონობა 20-წლიანი წარუმატებლობის შემდეგ“ – აი ასეთი რამ დაწერა რონალდოს დედამ ტვიტერზე.
დოლორეს ავეირომ სამყაროს კრიშტიანო აჩუქა და ხშირადაც უჭერს შვილს მხარს სოცქსელებში, მაგრამ ამჯერზე რაღაც მთლად კარგად ვერ არის საქმე.
დოლორესმა ცოტა გაუგებარი რამ დაწერა. მერე მინაწერიც არ დავიწყებია: „ჩემი სიამაყე, ჩემი ბიჭი“.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ იტალიის ჩემპიონობა ჯერ კიდევ 20 აპრილს გაინაღდა. ეს „ბიანკონერისთვის“ ზედიზედ მერვე სკუდეტოა. ამიტომაც არის ცოტა გაუგებარი რისგან გადაარჩინა რონალდომ „იუვე“ ან რა გასაკვირი ჩემპიონობაა.
