მიანმარის ხელისუფლებამ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტები პატიმრობიდან გაათავისუფლა.
ვა ლონს და სოე ოოს 7-წლიანი პატიმრობა სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის უკანონო მოპოვების ბრალდებით ჰქონდათ მისჯილი. საქმე ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება. ისინი სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებისთვის გაასამართლეს, თუმცა, პრეზიდენტის ამნისტიის საფუძველზე შეიწყალეს.
სააგენტოს ჟურნალისტები მიანმარის ხელისუფლების მხრიდან როჰინჯას ერის დევნის და მათზე ძალადობის ფაქტებზე მუშაობდნენ. როჰინჯას ხალხის მასობრივი მკვლელობის შესახებ პუბლიკაციებისთვის ჟურნალისტებს პულიცერის პრემიაც კი გადაეცათ.
ჟურნალისტებმა ციხეში, თითქმის, ორი წელი გაატარეს და აცხადებენ, რომ პროფესიულ საქმიანობას დაუბრუნდებიან.
