ვლადიმერ პუტინი აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და ქართველ ერს გამარჯვების დღეს ულოცავს. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
“რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჟიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებსა და მათ ხალხს, ასევე, ქართველ და უკრაინელ ერებს”- ნათქვამია განცხადებაში
რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წელის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.
