პარიკი, ნიღაბი, შლაპა, კეპი – ეს იმ ვარსკვლავების განუყოფელი აქსესუარებია, რომელთაც ისინი ხშირ შემთხვევაში, პაპარაცებისგან შესანიღბად იყენებენ.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არიან ისეთებიც, რომლებიც აბეზარი ფოტოგრაფებისგან თავის დასაღწევად არაორდინალურ გადაწყვეტილებას იღებენ.
ერთ-ერთი ასეთი ექსტრავაგანტული პერსონა, ეს – მადონაა, რომელიც ნიუ-იორკის აეროპორტში ფარანჯით გადაიღეს.


60 წლის არტისტის მცდელობის მიუხედავად, მისი ცნობა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სასაზღვრო კონტროლზე წამოსასხამის მოხსნა მოთხოვეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერზე ბევრი იხალისეს ამერიკელი შემსრულებლის შვილებმა, რომლებიც აეროპორტში დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.

